წნორის N1 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა ანა კალანდაძის შემოქმედებას პოეზიის საღამო მიუძღვნეს
14-04-2025

სიღნაღის მუნიციპალიტეტის, წნორის N1 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას წარმატებით ახორციელებენ.

„დედაენის დღის“ ფარგლებში, წნორის N1 საჯარო სკოლის მე-3 „ა“ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგის ჩრთულობით, ანა კალანდაძის შემოქმედებას შთამბეჭდავი ღონისძიება მიუძღვნეს.

აქტივობის ფარგლებში, ბავშვებმა წარმოადგინეს ნაწყვეტები პოეტის შემოქმედებიდან, ემოციურად წაიკითხეს მისი ლექსები, ისაუბრეს დედანის მნიშვნელობაზე, მუსიკალურად გააფორმეს ღონისძიება, კოსტიუმირებული სანახაობა შესთავაზეს სასკოლო საზოგადოებას და კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქეს მშობლიურ სკოლას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...