ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას წარმატებით ახორციელებენ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლაში სწავლა კეთებით წარმატებით დანერგილი მიდგომა გახლავთ და ამის დასტურია მრავალფეროვანი ღონისძიებები, რომლებში მონაწილეობაც მოსწავლეებისთვის, შემეცნებითთან ერთად, ძალზე სახალისოა.
ახლახან, ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლაში კულინარიული კონკურსი - „სუშის მასტერკლასები“ ჩატარდა.
„მე-8, მე-9, მე-10 კლასების მოსწავლეებმა, სტუმრებს სუშის მასტერკლასი წარუდგინეს. კონკურსის ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობები ჩატარდა“, - ასე შეაფასეს ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლაში „ყველაზე გემრიელი“ კონკურსი, რომელიც მოსწავლეთა დადებითი მხარეების მაქსიმალურად წარმოჩენას უწყობს ხელს.
ვიდეო 1 იხილეთ ბმულზე
ვიდეო 2 იხილეთ ბმულზე