„დედაშვილობა“ - ოროჯალარის საჯარო სკოლის მე-7 კლასელთა ამაღელვებელი ღონისძიება 
14-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნობრივ ცოდნასთან ერთად სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან. 

სწორედ ამ ლამაზი გრძნობების გამოხატვას ემსახურებოდა ქართული ენის მასწავლებლის თამარ პოილარაშვილის გამართული ღონისძიება სახელწოდებით - „დედაშვილობა“.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-7 კლასის მოსწავლეები, რომელთაც ხოტბა შეასხეს დედის როლსა და ამაგს, წაიკითხეს თემატური ლექსები და შეასრულეს სიმღერები. 

მოსწავლეებს დედებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. მათ სასკოლო ცხოვრებაში კი კიდევ ერთი ღისრსშესანიშნავი დღე ჩაიწერა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...