ზერტის საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა საინტერესო ღონისძიება და დედაენის დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი აქტივობები
15-04-2025

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღეს აღვნიშნავთ. ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა. 

მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის -  მანანა მარანელის ხელმძღვანელობით, ლამაზი ღონისძიება გამართეს. 

ბავშვებმა მოიძიეს ლექსები, ასევე ფერადი ილუსტრაციები და დაამზადეს პოსტერი. პედაგოგი მოსწავლეებს დედაენის დღის მნიშვნელობაზე, ამ დღის დაწესების ისტორიაზე. ღონისძიება საინტერესო აქტივობებით არის დატვირთული, მათ შორის პედაგოგმა მოსწავლეებს შესთავაზა აქტივობა - „დაიცავი ქართული ენა, იმეტყველე სწორად!“. მოსწავლეებმა აქტივობის დახმარებით უკეთ გაიაზრეს ქართული ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობა, ბარბარიზმებს მოუძებნეს ქართული  შესატყვისი სიტყვები. ბოლოს კი კი სამადლობელი წერილები მისწერეს იაკობ გოგებაშვილს. 

აქტივობები მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...