14 აპრილს საქართველოში დედაენის დღეს აღვნიშნავთ. ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიებით გამოეხმაურნენ.
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, სკოლაში გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი, რომელშიც მოეწყო როგორც დაწყებით, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურზე.
კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებში ხელნაწერის მნიშვნელობის გააზრება, წერის კულტურის ამაღლება, შემოქმედებითობისა და ესთეტიკური ხედვით წახალისება.
ღონისძიება სკოლის თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში.
კონკურსში მონაწილეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი ხელნაწერები, სადაც გამოიკვეთა ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდგომა, სილამაზე და ორთოგრაფიული სისწორე.
იხილეთ ფოტოები: