ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ხვანჭკარის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლეების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში, სადაც ჯანსაღი წესი ერთ-ერთი პრიორიტეტია.
პედაგოგები კი მაქსიმალურად ცდილობენ მომავალი თაობების სპორტით დაინტერესებას, სპორტის მასწავლებელი - კახაბერ სურგულაძე დიდ შრომას დებს, რათა ახალგაზრდებმა სხვადასხვა შეჯიბრებაში წარმატებას მიაღწიონ.
ამის დასტურია ხვანჭკარის საჯარო სკოლის წარმომადგენელთა საამაყო ასპარეზობა რეგიონულ ტურში, სადაც ბადმინტონში პირველი ადგილი დაიმსახურეს.
გაიცანით მედალოსანი სპორტსმენები ხვანჭკარის საჯარო სკოლიდან:
გოგონები: მარიამ აივაზოვი, ლიზა ჭოხონელიძე, ხატია ფრუიძე,ქეთი ფრუიძე
ვაჟები: გიორგი ჭარბაძე,გიორგი სამთელაძე,დავით შიშინაშვილი,ავთანდილ ტყეშელაშვილი
„გილოცავთ... კიდევ უამრავი წარმატება თქვენ!!! გვეამაყებით!“, - ასე გამოეხმაურა ხვანჭკარის საჯარო სკოლა საკუთარი წარმომადგენლების გამარჯვებას.