ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლაში გამართული ღონისძიება მოსწავლეთა ფინანსურ განათლებას მიეძღვნა.
11 აპრილს, ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში, ფინანსური განათლების პორტალის - „ფინედუს“ წარმომადგენლობას უმასპინძლეს, ამჯერად სკოლის მე-7 კლასში უმასპინძლეს.
ეროვნული ბანკის წარმომადგენელიმარიამ კიზირია მოსწავლეებს ფინანსური წიგნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრა, ბავშვებისთვის საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარა. მოსწავლეებმა სტუმრისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
მოსწავლეებს განსაკუთრებით მოეწონათ შეხვედრის მეორე ნაწილი, როდესაც „ითამაშეს“ „ფინანსური ასოციაციობანა“.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მოსწავლეებს სამაგიდო თამაში საჩუქრად დარჩათ.
„მადლობა ეროვნული ბანკის თანამშრომელს - მარიამ კიზირიას მათი გახარებისათვის, საინტერესო და საჭირო პრეზენტაციისათვის, საჩუქრებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: