ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში პროფესიული ორიენტაციის კურსი წარმატებით განხორციელდა
14-04-2025

ქუთაისის №4 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან. 

ახლახან, სკოლაში დირექციის (სკოლის დირექტორი მაკა გუბელაძე, დირექტორის მოადგილე ბექა ძოწენიძე) მხარდაჭერითა და მოსწავლეთა მონაწილეობით, წარმატებით განხორციელდა პროფესიული ორიენტაციის ინტენსიური კურსი. პროგრამა მოიცავს მრავალფეროვან საკითხებს:

  • სხვადასხვა პროფესიებისა და მათი სპეციფიკის გაცნობა;
  • პიროვნული უნარებისა და ინტერესების იდენტიფიცირება;
  • შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს მოსწავლეების ინფორმირებულ გადაწყვეტილებას მომავალი პროფესიის არჩევისას და მათ მზაობას შრომის ბაზარზე წარმატებული ინტეგრაციისთვის.

მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ სატრენინგო პროცესში და ავლენდნენ შემოქმედებით მიდგომას პრობლემის გადაჭრისას.

„ეს მხოლოდ დასაწყისია იმ მნიშვნელოვანი გზისა, რომლებიც ახალგაზრდებს საკუთარი ნიჭისა და უნარების სრულად გამოვლენის საშუალებას მისცემს“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...