ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, კორხის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდებში მთავარი ღირებულებების წამოსაწევად სხვადასხვა აქტივობებს ატარებს და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მშობლიური ენისადმი მიძღვნილ აქტივობებს.
ახლახან კორხის საჯარო სკოლაში ჩატარდა ლიტერატურის საღამო, რომელიც მშობლიური ენის დღეს მიუძღვნეს.
აქტივობის ფარგლებში, პედაგოგის - ასმირა ჯანოიანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა წაიკითხეს ამონარიდები პოეტებისა და მწერლების შემოქმედებიდან, თანატოლებს უამბეს საინტერესო ფაქტები მშობლიური ენის შესახებ, წაუკითხეს ნოველები, ასევე წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები - შეასრულეს სიმღერები, ცეკვები და როგორც კორხის საჯარო სკოლაში გვიამბობენ, ერთთავად საამაყოა, ღონისძიებაში მე-5-დან მე-12 კლასის ჩათვლით, ყველა მოსწავლე რომ იყო ჩართული, რომლებმაც სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი საკუთარი მოთხრობებიც წაუკითხეს სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს.