ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ემოციური ღონისძიება და მოგზაურობა უახლესი ისტორიის ლაბირინთებში
14-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ალათუმანის  საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდებში მთავარი ღირებულებების წამოსაწევად სხვადასხვა აქტივობებს ატარებს. ასეთი ჰოლისტური მიდგომებიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა, რომელთათვის სწავლა პრიორიტეტულია, კარგად იციან საქართველოს ისტორია და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის.

შთამბეჭდავი პრეზენტაციით მიაგო ალათუმანის საჯარო სკოლამ პატივი 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას.

მოსწავლეებმა ვრცლად ისაუბრეს 36 წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე, ამ ისტორიული თარიღის მნიშვნელობაზე და იმაზეც, თუ რა გავლენა იქონია ტრაგიკულმა მოვლენებმა სამომავლოდ.

იმ დღეს ალათუმანის საჯარო სკოლის თითოეული წარმომადგენელი დაბრუნდა 36 წლის წინანდელ მთავარ გამზირზე - ეს გახლდათ ნამდვილი მოგზაურობა ისტორიულ ლაბირინთებში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...