სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.
მათ შორის აღსანიშნავია, ბოდბის საჯარო სკოლის მე-6 კლასში ჩატარებული ბუნებისმცოდნეობის გაკვეთილი თემაზე - „ჯანმრთელობა“.
გაკვეთილი მოიცავდა პრაქტიკულ სწავლებას. მოსწავლეებმა ისწავლეს პირველადი დახმარების აღმოჩენა სისხლდენის დროს.
სასწავლო პროცესს პედაგოგი მანანა კოჭლამაზაშვილი და სკოლის ექიმი ხათუნა ჭაბაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
მოსწავლეებმა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გადაიტანეს და როლური თამაშით პირველადი დახმარების აღმოჩენა ისწავლეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილმა საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა და მოსწავლეთა დიდი ინეტრესი გამოიწვია.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: