თბილისის N28 სკოლის მოსწავლეები STEM ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ 
16-04-2025

თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას, აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

13 აპრილს, სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს STEM ოლიმპიადაში, რომელიც საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის მორიგი საგანმანათლებლო პროექტია. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მცხოვრებ მოსწავლეებში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზებას, რისთვისაც პროექტი უზრუნველყოფს STEM მიმართულებით დაინტერესებული მოსწავლეების წახალისებას სხვადასხვა პრიზებით და მონაწილე სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლების გადამზადებას სფეროს ექსპერტების მიერ. 

მოსწავლეებმა ოლიმპიადას წარმატებით გაართვეს თავი და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. 

გუნდის მენტორი ფიზიკის და მათემატიკის მასწავლებელი გიული ხარხელი გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...