საღინძილიის საჯარო სკოლა 100 წლისაა.
ამ იუბილესთან დაკავშირებით სკოლაში მრავალი ღონისძიება ჩატარდა.
პროექტის „ციური სამყარო და ევგენი ხარაძე“ (პროექტის ხელმძღვანელი ფიზიკის პედაგოგი ნაილი კამკამიძე) ფარგლებში გაიმართა კონკურსი „ვინ გაფრინდება კოსმოსში“, რომელშიც VIII, IX და X კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონკურსის გამარჯვებული გახდა VIII კლასის მოსწავლე ნიკა კიკნაძე.
სკოლაში მოეწყო სპორტული შეჯიბრი „ვინ უკეთ, ვინ სწრაფად“. ღონისძიება დაიგეგმა IX კლასის ხელმძღვანელის ინიციატივით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს VII, VIII და IX კლასელებმა. ბავშვებისაგან დაკომპლექტდა ორი გუნდი „ავაზა“ და „ყორნები“. შეჯიბრში „ყორნებმა“ გაიმარჯვეს.
ღონისძიება „ანბანის სამეფოში“ დედა ენის დღეს მიეძღვნა. ღონისძიების ორგანიზატორი III კლასის ხელმძღვანელი მაია კიკნაძე იყო. აღნიშნულ ღონისძიებაში I, II, III, IV და VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, რომელიც ეძღვნებოდა იაკობ გოგებაშვილს, მხატვრულად წაიკითხეს სხვადასხვა ნაწარმოები და მათ შორის „ანბანთ ქება“, რომელიც ბავშვებმა საკმაოდ ორიგინალურად წარმოადგინეს.
რესპუბლიკის 100 წლისთვათან დაკავშირებით ისტორიის პედაგოგის ირმა ყრუაშვილის ინიციატივით XII კლასის მოსწავლემ ცოტნე ტაბატაძემ წაიკითხა ლექცია „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“. ღონისძიება მხატვრულად გააფორმა ამავე სკოლის პედაგოგმა აზა კიკნაძემ. სკოლის მოსწავლეებმა შესარულეს პატრიოტულ თემაზე ლექსები და სიმღერები.
„ეს დღე ჩვენია“ ასე ეწოდა ღონისძიებას, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ სკოლის დირექტორი ვარდო ჭიპაშვილი და ხელოვნების პედაგოგი დარეჯან გაბუნია. ღონისძიება საკმაოდ საინტერესოდ და მხიარულად წარიმართა. ბავშვები ხატავდნენ, მღეროდნენ, კითხულობდნენ მხატვრულად ლექსებს. ყველაზე სახალისო კი საჩუქარი აღმოჩნდა, რომელიც ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულმა მამა გაბრიელმა გაუკეთა ბავშვებს. ის მოსწავლეებს ნაყინით გაუმასპინძლდა.
კვირეულის დასკვნითი ღონისძიება 15 ივნისს ჩატარდა. ღონისძიება ქართული ენის წრემ „ცოდნის სამყარომ“ ჩაატარა. ღონისძიებას „მე დავიბადე დედამიწის სულ ციცქნა ბაღში და სიკვდილამდე ვეტრფი სამშობლოს“ პედაგოგი ეკატერინე კურტანიძე ხელმძღვანელობდა. ღონისძიებაში IV კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ბავშვებმა საქართველოს ისტორიული წარსული, ტრადიციები და ადათ-წესები წარმოადგინეს.
იხილეთ ფოტოები