მაიდნის საჯარო სკოლაში მათემატიკური ვიქტორინა გაიმართა 
16-04-2025

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით. 

4 აპრილს, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის წევრებმა - მათემატიკის მასწავლებლებმა - თამთა კუპრეიშვილმა და ირმა ჩორგოლაშვილმა ჩაატარეს მათემატიკური ვიქტორინა IX, X, XI და XII კლასებს შორის.

ღონისძიება მიეძღვნა π რიცხვის საერთაშორისო დღეს და მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. 

მოსწავლეები დაყოფილი იყვნენ 4 ჯგუფად. ყოველ გუნდს ჰყავდა თავისი კაპიტანი, რადგან წარმოდგენილი იყო კაპიტნების ბლიც-შეკითხვები.

აღნიშნული ღონისძიება აღმოჩნდა მეტად ხალისიანი, ნაყოფიერი და შემეცნებითი. ყველა გუნდი მთელი შემართებით აქტიურობდა. ჟიურის წევრებმა გამოავლინეს გამარჯვებული, თუმცა დანარჩენმა გუნდებმაც სოლიდური ქულები დააგროვეს. დასასრულს, ყველას გადაეცა სერტიფიკატი მონაწილეობისათვის, ხოლო გამარჯვებულს დამატებით სამახსოვრო საჩუქარი მასწავლებლებისაგან, რომელიც ბავშვებმა სკოლას უსახსოვრეს.

„მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს დაუვიწყარი ემოციებისთვის,  ჟიურის წევრებს, დირექციას, ადმინისტრაციას მხარდაჭერისათვის. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ღონისძიება არაერთხელ დაიგეგმება ჩვენს კათედრაზე“,- აღნიშნავენ პედაგოგები და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...