ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფოლკლორის ცენტრში პროექტის – „გააგრძელე შენი კუთხის ფოლკლორი“ – გამარჯვებულთა დაჯილდოება და საზეიმო კონცერტი გაიმართა.
პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართული ოზურგეთის სხვადასხვა საჯარო სკოლები, მათ შორის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლა. მოსწავლეებმა, მუსიკის პედაგოგ მაკა ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, წარადგინეს ინიციატივა სახელწოდებით „ჩვენი სოფლის მომღერალთა გუნდი“, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა.
სკოლის წარმომადგენლებმა ფოლკლორული მემკვიდრეობის მოძიებითა და პოპულარიზაციით განსაკუთრებული აღნიშვნა დაიმსახურეს.
გამარჯვებულ გუნდში იყვნენ მოსწავლეები: თეკლე დონაძე, ლიზი კვაჭანტირაძე და თეკლა ცერცვაძე. დაჯილდოების ცერემონიაზე პედაგოგმა მაკა ბოლქვაძემ მადლობა გადაუხადა პროექტის ხელმძღვანელს, ქალბატონ მაია გელაშვილს, ნდობისა და განსაკუთრებული საღამოსთვის.
იხილეთ ფოტოები: