ხელედის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს 
15-04-2025

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.

ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, რომლებმაც თემატური ლექსები წაიკითხეს და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს ქართული ენის დღის მნიშვნელობის შესახებ.

მოსწავლეებს აუხსნეს, თუ რატომ აღინიშნება ეს დღე და რა ისტორიული მნიშვნელობა აქვს მას ქართული ენის დაცვისა და ეროვნული თვითმყოფადობის კონტექსტში. ღონისძიება ემოციურად დატვირთული და შემეცნებითად მნიშვნელოვანი იყო სკოლის საზოგადოებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...