„რა ენა წახდეს ერიც დაეცეს“-საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-5 კლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება
23-04-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ქართული ენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

დედაენის დღესთან დაკავშირებით, ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტში სკოლა-გიმნაზიის მე-5 კლასმა გამართა ღონისძიება სახელწოდებით - „რა ენა წახდეს ერიც დაეცეს“. 

მოსწავლეებმა განსაკუთრებული სიყვარულითა და მოწიწებით გამართეს შემოქმედებითი ნომრები.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლექსები, ციტატები და სახალისო აქტივობები, ქართული ენისა და მისი დიალექტების შესახებ.

ბავშვებმა წარმოთქვეს ქართული პოეზიის ცნობილი ლექსები, გაუზიარეს მაყურებლებს მარგალიტებად ქცეული ციტატები და მონაწილეობა მიიღეს სახალისო და შემეცნებით აქტივობებში, რომელთა მიზანი იყო ქართული ენისა და მისი მრავალფეროვანი დიალექტების გაცნობა და დაფასება.

ღონისძიების კულმინაცია გახდა მოსწავლეების მიერ საკუთარი ხელით შექმნილი უნიკალური წიგნი – „ანბანით მოყოლილი საქართველო“.

ეს წიგნი არა მხოლოდ ბავშვების შემოქმედებითი უნარების გამოვლინება იყო, არამედ ქართული ენის სილამაზისა და ღირებულების გამოხატულება. ღონისძიება განსაკუთრებულად ემოციური და შთამაგონებელი აღმოჩნდა როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისა და სტუმრებისთვის.

ღონისძიებამ ყველას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ქართული ენა ჩვენი კულტურის, იდენტობისა და მემკვიდრეობის საფუძველია.

მე-5 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თეონა მოდებაძე გახლავთ, კლასის ხელმძღვანელი კი ინგა ჩადუნელი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...