პედაგოგებს დამატებითი უფლებები მიენიჭათ - სკოლაში დასაქმებულ რომელ მასწავლებლებს ეხება მინსიტრის ბრძანება
15-04-2025

მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშისა და გაცემის წესში ცვლილება შევიდა. ბრძანებაში, რომელსაც ხელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი აწერს, კითხულობთ:

„პირი, რომელიც „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 61​2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, 2024 წლის 01 იანვრის მდგომარეობით დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, უფლებამოსილია დარეგისტრირდეს მასწავლებლობის მაძიებლად და მონაწილეობა მიიღოს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გამოცხადებულ მასწავლებლობის მაძიებლობის კონკურსში, რომელშიც ის ასწავლის“

განმარტებისთვის, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 612-ე მუხლის მე-3 პუნქტი - 2023 წლის ბოლომდე მასწავლებლად მუშაობის დაწყების უფლება აქვს აგრეთვე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელმაც მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...