„ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი!“ - ნოქალაქევის საჯარო სკოლაში 1989 წლის ტრაგიკული მოვლენების გახსენებას მე და საზოგადოების გაკვეთილი მიეძღვნა 
16-04-2025

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა 9 აპრილი, ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე - დღე, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას დაედო საფუძვლად. 

სკოლის მე-4 კლასში, საგანში - მე და საზოგადოება ჩატარდა გაკვეთილი, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების გახსენებას მიეძღვნა. 

სასწავლო პროცესს მასწავლებელი ეკა ადამია ხელმძღვანელობდა. 

გაკვეთილზე აღინიშნა, რომ 9 აპრილი მნიშვნელოვანი თარიღია და ეს დღე მხოლოდ გლოვის დღედ არ უნდა გვახსოვდეს, არამედ ეს დღე გვაერთიანებს იმ საერთო მიზნისთვის, რასაც საქართველოს განვითარება, საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს თავისუფლება ჰქვია...

მე-4 კლასელებმა მნიშვნელოვან თარიღს საინტერესო ნახატები მიუძღვნეს. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...