„9 აპრილი - დღე, როცა ტკივილი ტიტებად აყვავილდა“... - ლიხეთის საჯარო სკოლა ისტორიული მოვლენების კვალდაკვალ
15-04-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ლიხეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდებში მთავარი ღირებულებების წამოსაწევად სხვადასხვა აქტივობებს ატარებს. ასეთი ჰოლისტური მიდგომებიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა, რომელთათვის სწავლა პრიორიტეტულია, კარგად იციან საქართველოს ისტორია და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის.

„სიხარულის, სიამაყის თვალზე ცრემლის დასდენია ბრძოლის ველზე საქართველოს“ - შთამბეჭდავი ღონისძიებით მიაგო ლიხეთის საჯარო სკოლამ პატივი 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას.

„9 აპრილი - დღე, როცა ტკივილი ტიტებად აყვავილდა. გამთენიის ჰაერში ჯერ კიდევ ცოცხალია ჩუმად წარმოთქმული ლოცვა და ზეცად ასული სულების მიერ გაკვალული გზა...

9 აპრილი წარსულის ცრემლია, რომელიც მომავალს ანათებს. ყვავილებად ქცეული გმირები დღეს მიწაზე აღარ დააბიჯებენ, მაგრამ მათი ნაბიჯების ხმა ჯერ კიდევ გვესმის - თავისუფალ გულში. ეს დღე ტკივილის ლოცვაა და სიჩუმის სიმღერა, რომელსაც თაობები ჩუმად, მაგრამ მტკიცედ მიჰყვებიან

ლიხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეიძინეს მეხსიერება, რომელიც აძლევთ უნარს, გაიაზრონ თავისუფლების ფასი, იმ ადამიანების ღვაწლი, ვინც მწყობრში იდგნენ მშვიდობისა და თავისუფლების სურვილით, რითაც სავსეა თითოეული ქართველის გული, სული და ისტორია დღეს!“, - ასე გამოეხმაურა ლიხეთის საჯარო სკოლა ისტორიულ თარიღს.

მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს პლარაკატები, რომლებიც გადმოსცემდა თითოეული მათგანის ემოციასა და განცდას; ვრცლად ისაუბრეს 36 წლის განვითარებულ მოვლენებზე, ამ ისტორიული თარიღის მნიშვნელობაზე და იმაზეც, თუ რა გავლენა იქონია ტრაგიკულმა მოვლენებმა სამომავლოდ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...