„ილაპარაკე ქართულად, შეინარჩუნე საძირკველი“ - ზედა გორას საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე აღინიშნა
15-04-2025

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორას საჯარო სკოლაში 14 აპრილს ქართული ენის დღე აღინიშნა.

ღონისძიების სახელი იყო „ილაპარაკე ქართულად, შეინარჩუნე საძირკველი“, რომლის ფარგლებშიც პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ისაუბრეს თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მშობლიური ენის შენარჩუნება, მისი მოვლა და დაცვა. 

დედაენის დღის აღსანიშნავად მოსწავლეებმა შექმნეს სხვადასხვა ტიპის ნახატები და ასე გამოხატეს სიყვარული ქართული ენის მიმართ. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...