„გვწამს და გვჯერა, დღესაც, ჩვენს მშობლიურ ენას განსაკუთრებული დაცვა და გაფრთხილება სჭირდება“ -  სკინდორის საჯარო სკოლის გზავნილი 
15-04-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სკინდორის საჯარო სკოლაში 14 აპრილი, დედაენის დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა სხვადასხვა კლასის მოსწავლეების აქტიური ჩართულობით. 

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი აქტივობებისათვის სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგებსა და მოსწავლეებს და აღნიშნავს, რომ: „1978 წლის 14 აპრილს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა უამრავმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა – ჩვენი თვითმყოფადობისა და იდენტობის საფუძველი. დღესაც, ისევე როგორც 1978 წლის 14 აპრილს, გვწამს და გვჯერა, რომ ჩვენს მშობლიურ ენას განსაკუთრებული დაცვა და გაფრთხილება სჭირდება.

სკინდორის საჯარო სკოლა მადლობას უხდის 1-9 კლასის მოსწავლეებსა და დამრიგებლებს დღევანდელი დღის გალამაზებისთვის და ყველა ქართველს მოუწოდებს,იზრუნოს მშობლიურ ენაზე, რადგან, როგორც ილია იტყოდა „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?“.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...