ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელეფონის საჯარო სკოლაში კიდევ ერთი საგანმანათლებლო ღონისძიება ჩატარდა გარემოს დაცვის თემატიკაზე. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს აქტივობაში, რომელიც წყლის რესურსების მნიშვნელობის გაცნობასა და მათი შენარჩუნების აუცილებლობაზე იყო ორიენტირებული.
„წყალი დედამიწის უმნიშვნელოვანესი და შეუცვლელი რესურსია. სიცოცხლე წყლის გარეშე შეუძლებელია, წყლის ენერგიის გამოყენებას კი მსოფლიოს გლობალური პრობლემის გადაჭრა შეუძლია“ - აღნიშნეს მოსწავლეებმა.
მათ ასევე ისაუბრეს და შეისწავლეს:
წყლის როგორც ბუნებრივი რესურსის მნიშვნელობა
წყლის დანიშნულება ყოველდღიურ ცხოვრებაში
წყლის დაბინძურების ძირითადი წყაროები
რესურსების რაციონალური გამოყენების გზები
აქტივობა გაძლიერებული იყო გასვლითი აქტივობით, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და წყლის მნიშვნელობისადმი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას პატარა ასაკიდანვე.
იხილეთ ვიდეო ბმულზე