ქვენობნის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა 
16-04-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღირსეულად და შემოქმედებითად აღნიშნეს ქართული ენის დღე და ამ მნიშვნელოვან თარიღს საინტერესო და შთამაგონებელი ღონისძიება მიუძღვნეს.

ღონისძიება ემსახურებოდა ქართული ენის, როგორც ეროვნული იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილის, წარმოჩენასა და დაფასებას.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე — მის ფესვებზე, განვითარებასა და იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც ენა ქვეყნისა და ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში ასრულებს. 

მათ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს ენის დაცვასა და შემდგომი თაობებისთვის მის გადაცემაზე. ბავშვებმა ღონისძიების ფარგლებში წაიკითხეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები და ცნობილი ქართველი მწერლებისა და პოეტების  გამონათქვამები. 

ღონისძიებამ ხაზი გაუსვა ქართული ენის სილამაზეს, რაც ახალგაზრდებს მისი სიწმინდის დაცვის აუცილებლობას შეახსენებს. 

მოსწავლეების აქტიურობამ, შემოქმედებითობამ და პატრიოტულმა სულისკვეთებამ ღონისძიებას განსაკუთრებული მუხტი შესძინა. 


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...