განძის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება შემოქმედებით კონკურსზე - გაიცანით ნორჩი მხატვრები
15-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, განძის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

ხარისხიანი სასწავლო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ბავშვები სხვადასხვა  საკონკურსო პროექტში წარმატებით მონაწილეობენ და საუკეთესო კუთხით წარმოაჩენენ მშობლიური „ცოდნის ტაძარს“.

ამის დასტურია კონკურსი „ჩემი საქართველო“, რომელიც საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის ჩატარდა და მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში სამშობლოს ისტორიის, კულტურისა და ღირებულებებისადმი ინტერესის გაღვივებას.  

კონკურსზე, განძის N2 საჯარო სკოლა ღირსეულად წარადგინა სამმა მოსწავლემ: ნონა არუთინიანმა (XII კლასი), სირანუშ წარუკიანმა (X კლასი) და აიცემნიკ წარუკიანმა (XII კლასი) - პედაგოგი ვ. თევანიანი.

„მათ წარმატებით გადალახეს კონკურსის ორივე ეტაპი, გამოავლინეს სიყვარული და ერთგულება საკუთარი სამშობლოს მიმართ. როგორც კონკურსის გამარჯვებულები, ისინი დაჯილდოვდებიან ექსკურსიით საქართველოს ღირსშესანიშნავ და კულტურულ ადგილებში.

გარდა ამისა, კონკურსის დასრულების შემდეგ წარმოდგენილი ნახატები დაუბრუნდა მათ საყვარელ სკოლას და ახლა ამშვენებს სასწავლებლის კედლებს“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონკურსანტთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, მერიის წარმომადგენლები, საჯარო სკოლების პედაგოგები და მშობლები.

ნინოწმინდის მერიის კულტურის სამსახურმა ყველა მონაწილეს სიგელები გადასცა - მათი შემოქმედებითი ძალისხმევის აღსანიშნავად.

იხილეთ ვიდეო 

 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...