ვაზიანის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მრავალფეროვანი აქტივობებით წარიმართა
15-04-2025

ვაზიანის საჯარო სკოლაში დედაენის დღის კვირეულთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით:

დაწყებით კლასებში მოეწყო „კალიგრაფიის კონკურსი", სადაც პატარებმა ხალისით მიიღეს მონაწილეობა. საბაზო საფეხურზე ჩატარდა „მხატვრული კითხვის" საათი.  მე-10 კლასის მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი „ჩვენი ენა ქართული", ხოლო მე-9 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს თემაზე „არა ბარმარიზმს" .

კვირეული დაგვირგვინდა ღონისძიებით, რომელშიც ბავშვებმა დადგეს ქართული ცეკვები, წაიკითხეს ლექსები, ფანდურზე შეასრულეს ქართულ-ხალხური სიმღერები. ასევე გამოვლინდა კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებული, რომელიც დაჯილდოვდა სიგელით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...