პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი კომპლექსური დავალება წარმოადგინეს
15-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, პტენის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას წარმატებით ახორციელებენ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პტენის საჯარო სკოლაში სწავლა კეთებით წარმატებით დანერგილი მიდგომა გახლავთ და ამის დასტურია მრავალფეროვანი დავალებები, რომელთა შესრულებაც მოსწავლეებისთვის, შემეცნებითთან ერთად, ძალზე სახალისოა.

მეორეკლასელებმა, პედაგოგის, ირმა ტაბატაძის ჩართულობით წარმოადგინეს კომპლექსური ბუნების დავალება თემაზე - „თომა ბავშვთა ქალაქს აშენებს“.

„ვინ მოიგონა ეს საშინელი წესი? არ შეიძლება გავაუქმოთ? – ჩვენ, ჯადოქრებს, ჩვეულებრივი სკოლის წესების შეცვლა არ შეგვიძლია თომა - თანაგრძნობით ამოიოხრა კეთილმა ბუმ – სანამ სკოლის მოსწავლე ხარ, ჯუჯობა ვერ გიშველის“ - ეს გახლავთ ამონარიდი ზღაპრიდან, რომელიც ბავშვებს ძალიან მოეწონათ;

ირმა მასწავლებლის დახმარებით, უკეთ გაიცნეს ეს საოცარი პერსონაჟი და საკუთარი ხელით შექმნეს თემატური ნამუშევრები.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...