ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში დედაენის აღსანიშნავად კვირეული მიმდინარეობს.
ერკეთის საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლეებმა ასფალტი მოხატეს სხვადასხვა ნახატებით, რომელიც მათი წარმოდგენიტ მშობლიურ ენასთან ასოცირდებოდა. დახატეს დედაენა, ია, საქართველოს დროშა, გული ანბანის ასოები...
აღსანიშნავია, რომ 14 აპრილს ყველა კლასში ჩატარდა ქართული ენის გრამატიკის გაკვეთილები. დღის ბოლოს სკოლის მოსწავლეთა ორი გუნდი, „წერტილი“ და „მძიმე“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მართლწერის წესების გამოყენებაში. აქტივობა საკმაოდ სახალისო და სემეცნებითი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
იხილეთ ფოტოები: