„მარად უკვდავო დედაო ენავ“ - ლამაზი ღონისძიება სპასოვკის N1 საჯარო სკოლაში
15-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, სპასოვკის N1 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას წარმატებით ახორციელებენ.

ახლახან სპასოვკის N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიუძღვნეს.

მოსწავლეებმა აქტივობის ფარგლებში, საკუთრი ხელით შექმნეს პლაკატები, რომელთაც ამშვენებდა წარწერა „მარად უკვდავო დედაო ენავ!“; ასევე წაიკითხეს თემატური ლექსები, თანატოლებს მნიშვნელოვანი ინფორმაციები გაუზიარეს საქართველოს ისტორიაში ამ მნიშვნელოვანი თარიღის შესახებ, წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები და ვრცლად ისაუბრეს ქართველი მწერლების შემოქმედებაზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...