ქუთაისის N16 საჯარო სკოლის პირველ კლასში წინასააღდგომო ფუსფუსია. მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძის დახმარებით, სახალისო აქტივობებში ჩაერთნენ და სააღდგომო კვერცხები მოხატეს.
პედაგოგმა მოსწავლეებს მოუთხრო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მნიშვნელობისა და ტრადიციების შესახებ და თავადაც მოკლე ინფორმაცია მოისმინა თითოეული ბავშვისგან.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას კი მნიშვენლოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: