„საქართველოს ღირსეული მოქალაქეები ვართ და გვიყვარს ქართული ენა, როგორც - მშობლიური“, - ემოციური ღონისძიება თორიის საჯარო სკოლაში
15-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, თორიის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას წარმატებით ახორციელებენ.

ამის დასტურია 14 აპრილს, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ფარგლებში, მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეებმა თანატოლებს მნიშვნელოვანი ინფორმაციები გაუზიარეს ქართული დამწერლობის შესახებ და წარმოადგინეს მრავალფეროვანი პრეზენტაცია.

აღსანიშნავია, რომ აქტივობას ხელმძღვანელობდნენ ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგები - ანჟელა ღაზარიანი და არეკნაზ დარბინიანი.

„ჩვენ, როგორც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, ჩვენი წვლილი შევიტანეთ ამ პატარა ღონისძიებით, რადგან საქართველოს ღირსეული მოქალაქეები ვართ და გვიყვარს ქართული ენა, როგორც - მშობლიური ენა.

ღონისძიება გაჯერებული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით. მოსწავლეებს მომზადებული ჰქონდათ პრეზენტაციები, გამოსვლები, ლექსები, სიმღერები, სპექტაკლი, ცეკვები და სახალისო თამაშები ქართულ ენაზე - ბარბარიზმებზე და მეტყველების ნაწილებზე.

მაყურებლებმა ნახეს, თუ რამდენად კარგად იცოდნენ ჩვენმა ბავშვებმა ქართული ენა და გაოცებულები იყვნენ მოსწავლეთა შესაძლებლობებით“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...