გაიცანით ქართული განძის მცველები დიდი დმანისის საჯარო სკოლიდან
15-04-2025

დმანისის მუნიციპალიტეტის, დიდი დმანისის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას წარმატებით ახორციელებენ.

ამის დასტურია 14 აპრილს, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ფარგლებში, დიდი დმანისის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ინტელექტუალური, შემეცნებითი და გასართობი თამაში  - „ქართული განძის მცველები“.

როგორც სკოლაში გვიამბობენ, ღონისძიებას ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი - იზა ნინიაშვილი, აქტივობა კი გახლდათ ერთგვარი მოწოდება - „გავუფრთხილდეთ  და. დავიცვათ ქართული სიწმინდეები“.

ინფორმაცაიისთვის: 14 აპრილს საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს უკავშირდება, როდესაც ათასობით სტუდენტი, მეცნიერი და რიგითი მოქალაქე შეიკრიბა თბილისის ქუჩებში, რათა გაეპროტესტებინათ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ქართული ენის სტატუსს საფრთხეს უქმნიდა. ძალადობრივი დარბევის რისკის მიუხედავად, დემონსტრანტები მტკიცედ დადგნენ, რის შედეგადაც საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა აღარ შეეტანა კონსტიტუციაში ცვლილება, რომლითაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...