დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სერია კალის საჯარო სკოლაში
15-04-2025

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებსა და პატრიოტულ მოტივებზე იზრდებიან, ცხადია სკოლაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღებიც განსაკუთრებულად აღინიშნება. 

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღეს აღვნიშნავთ. ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს სკოლაში კვირეული მიეძღვნა. 

საგანმანათლებლო ღონისძიებების სერია განმსჭვალული იყო ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით.

კვირეულის ფარგლებში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ქართული ენისამი მიძღვნილი ლექსები, ისაუბრეს ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ, სიამაყით აღნიშნეს, რომ ქართული ანბანის სამივე სახეობა იუნესკომ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა.

მოსწავლეებმა ასევე შექმნეს დედაენის დღისადმი მიძღნილი პოსტერები. 

კვირეული მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა და მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...