ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 სკოლის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება და გოგებაშვილის მოთხრობის პოსტერებით გადმოცემული დედააზრი
15-04-2025

ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეები შემოქმედებითი ტიპის დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან და ხალისითა და ინტერესით ასრულებენ. პედაგოგები კი მრავალფეროვნებით ანებივრებენ. 

ახლახან, სკოლის მეოთხეკლასელებმა მასწავლებელ ცისანა შერგილაშვილის ხელმძღვანელობით, ქართულში იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის - „ჩიტის“ მთავარი სათქმელის მიხედვით, პოსტერები შექმნეს.

მოსწავლეებმა მოიძიეს წიგნებიდან, ფილმებიდან, რეალური ცხოვრებიდან და წარმოადგინეს მაგალითები, რომლებიც შეესატყვისებოდა მოთხრობის დედააზრს, რომ თავისუფლება ყველა სიკეთეზე უკეთესია. ტყვედ ყოფნას კი ყოველთვის თავისუფლება სჯობს, ამიტომ ყველა სულდგმული თავისუფლებას ესწრაფვის.

მოსწავლეებმა პოსტერებზე მუშაობისას გამოიყენეს ანდაზები და ბრძნული გამონათქვამები.

აღსანიშავნია, რომ განხორციელებული კომპლექსური დავალება და თემატური მატრიცა შექმნილია თავად მასწავლებლის ცისანა შერგილაშვილის მიერ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...