პატარა სამსარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი და ინგლისურენოვანი პრეზენტაცია 
15-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო აქტივობებით სწავლობენ. 

ამჯერად, პედაგოგმა - შ.თათოსიანმა პროექტებით სწავლებას მიმართა და მოსწავლეებს მეტად საინტერესო პროექტი შესთავაზა, სომხური, ქართული და იტალიური სამზარეულოს გემრიელი და მრავალფეროვანი კერძების შესახებ.

პროექტზე მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს აღნიშნული ქვეყნების კულინარიული ტრადიციების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს და საინტერესო პრეზენტაცია გამართეს. 

პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე გაიმართა, შემდეგ კი მოსწავლეება ის მშობლიურ ენაზე თარგმნეს. 

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერეო და შემეცნებითი აღმოჩნდა. გარდა იმისა რომ გაიმდიდრეს ენობრივი მარაგი, ბევრი ახალი დეტალი შეიტყვეს ქართული, სომხური და იტალიური სამზარეულოების შესახებ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...