ეწერის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე საინტერესო ღონისძიებითა და საგანმანათლებლო აქტივობებით აღინიშნა
16-04-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღირსეულად და შემოქმედებითად აღნიშნეს ქართული ენის დღე.

დედაენის დღესთან დაკავშირებით, მე-2, მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებმა პედაგოგების - მარიტა ციცქიშვილის და მეგი გიორგაძის ორგანიზებით, საინტერესო ღონისძიება გამართეს. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, მოთხრობები და ხოტბა შეასხეს დედაენის სიდიადეს. 

ასევე, იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით გაიმართა ვიქტორინა მე-2  და მე-3 კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით. მოსწავლეებმა დასმულ კითხვებს წარმატებით გაართვეს თავი, ღონისძიება მათთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა. გამოვლინდა გამარჯვებულიც - მესამე კლასი. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...