ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.
14 აპრილს, სკოლის მოსწავლეებმა, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოწაფეებთან ერთად, აქტიური მონაწილეობა მიიღეს ცაგერის სამხატვრო სკოლაში გამართულ დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
მოეწყო თემატური გამოფენა, ჩატარდა აქტივობა კალიგრაფიაში, მოლბერტსა და ასფალტზე ცარცით ხატვაში.
ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის სიდიადე ხელოვნებისა და ვიზუალური გამოხატვის საშუალებით წარმოაჩინეს და მშობლიური ენისადმი დამოკიდებულება შემოქმედებითი ფორმით გამოხატეს.
ნორჩ მხატვრებსა და კალიგრაფებს მუნიციპალიტეტისგან სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები: