ქუთაისის N32 სკოლის მე-4 კლასელებისთვის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე საინტერესო შეხვედრა გამართეს
16-04-2025

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ცხოვრების ჯანსაღი წესი თანამედროვე სამყაროში სულ უფრო აქტუალური ხდება. თუ ამ საკითხზე ადრეული ასაკიდან დავიწყებთ საუბარს და გავითავისებთ მის მნიშვნელობას, შედეგიც არ დააყოვნებს.

17 მარტს, სკოლი IV კლასს, რომლის დამრიგებელი თამარ ციცვიძე გახლავთ საინტერესო სტუმრები ეწვივნენ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის წარმატებული მაღალკურსელები – ამანდა და საბა ტყეშელაშვილები. მათ პატარებთან საინტერესო, პროდუქტიული, სახალისო და პრაქტიკული აქტივობებით სავსე შეხვედრა გამართეს.

მოსწავლეებმა მოისმინეს და იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: „სუპერ ენერგიის წყარო“ – ჯანსაღი კვება, სრულფასოვანი ძილი, მოძრაობა – ჩვენი მეგობარი და „რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები“.

შეხვედრის დასასრულს ბავშვებმა „ჯანმრთელი ელჩის“ ფიცი დადეს, მიიღეს სიმბოლური სერტიფიკატები და სტუმრებისგან უნივერსიტეტში პირველადი დახმარების მასტერკლასზე დასწრების შესაძლებლობაც დაიმსახურეს, როგორც აქტიურმა და ყურადღებიანმა მსმენელებმა.

სკოლაში მადლობას უხდიან სტუმრებს საინტერესო და მეტად საჭირო შეხვედრისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...