დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
16-04-2025

14 პრილს საქართველოში დედა ენის დღეს აღვნიშნავთ. ამ მნიშვნელოვან თარიღს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა. 

ღონისძიება მიზნად ისახავდა ქართული ენის მნიშვნელობის წარმოჩენას, პატრიოტული გრძნობების გაღვივების.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, მოთხრობები და ხოტბა შეასხეს დედაენის სიდიადეს. 

ღონისძიებამ ხაზი გაუსვა ქართული ენის სილამაზეს და მის მნიშვნელობას ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...