თბილისის N28 სკოლის მე-2 კლასელმა, ლილე ამირანაშვილმა ინგლისური ენის ოლიმპიადის ფინალში პირველი ხარისხის დიპლომი მოიპოვა 
22-04-2025

თბილისის N28 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებული და მხარდაჭერილია. აქტიურ და მოტივირებულ მოსწავლეთა სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

ამჟამად სკოლაში, მე-2 კლასელი ლილე ამირანაშვილის წარმატებით ხარობენ. 

კინგსის“ ინგლისური ენის ოლიმპიადის ფინალში მეორე კლასის მოსწავლე ლილე ამირანაშვილმა ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა და მოიპოვა პირველი ხარისხის დიპლომი.

სკოლაში მე-2 კლასელს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.

„ვულოცავთ ლილეს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

მოსწავლის ინგლისური ენის პედაგოგი ქეთევან დავლიანიძე გახლავთ, რომელიც მოსწავლეს ხარისხიან განათლებას სთავაზობს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...