„არა ბარბარიზმებს!“ - თბილისის N28 სკოლის მოსწავლეები ქართული ენის სიწმინდის დაცვის სადარაჯოზე
23-04-2025

თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, ცხადია, აქტიურად აღინიშნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღები. რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ქართული ენის დღე. 

დედაენის დღის აღსანიშნავად, მეორე კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენის პედაგოგის - ლია ცერცვაძის ხელმძღვანელობით განსაკუთრებული აქტივობა გამართეს. პატარებმა დიდი მონდომებითა და სიხარულით იზეიმეს ეს მნიშვნელოვანი დღე, რომელიც ქართული ენისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვას ემსახურებოდა.

მეორეკლასელებმა შეასრულეს არაერთი საინტერესო და შემეცნებითი აქტივობა, რომლებიც ეძღვნებოდა ქართული ენის სიწმინდესა და მის დაცვას. მოსწავლეებმა ერთხმად უთხრეს „არა ბარბარიზმებს!“. ისაუბრეს სიტყვებზე, რომლებიც ქართულ სასაუბრო ენაში არასწორად გამოიყენება და მათ სწორი შესატყვისი მოუძებნეს, პატარებმა, პედაგოგის დახმარებით, ისწავლეს როგორ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ენის სისუფთავე და სიწმინდე.

გარდა ამისა, პატარებმა მოისმინეს დეტალური და საინტერესო ინფორმაცია ქართული დამწერლობის შესახებ. ისინი გაეცნენ ქართულ ანბანსა და მის უნიკალურობას.

ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...