„სქრეჩში, 3D გამოსახულება“ - დაბლაციხის საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს 
16-04-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს საინტერესო და სახალისო აქტივობებითა თუ პროექტებით სწავლობენ. 

აღსანიშნავია, შთამბეჭდავი პროექტი სახელწოდებით -  „სქრეჩში 3D გამოსახულება“, რომელზეც მე-6 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს. 

როგორც პროექტის ხელმძღვანელი პედაგოგი თამარ შელეგია გვეუბნება, სქრეჩში პროგრამირება მოითხოვს ლოგიკურ თანამიმდევრობას და ალგორითმულ აზროვნებას. ხატვის რედაქტორი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გამოხატონ თავიანთი იდეები ვიზუალურად, განავითარონ ფანტაზია და ორიგინალურობა. 3D-სთან მუშაობა აუმჯობესებს სივრცით აღქმას, ობიექტების ურთიერთგანლაგების გააზრებას და წარმოსახვაში 3D მოდელების შექმნის უნარს. ისინი ეჩვევიან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას კრეატიული და საგანმანათლებლო მიზნებისთვის.

„მიღებული ცოდნა და უნარები შეიძლება გახდეს საფუძველი მომავალი კარიერისთვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა გრაფიკული დიზაინი, ვებ-დიზაინი, ანიმაცია, თამაშების დიზაინი, ინტერაქტიული მედია და პროგრამირება“,- აღნიშნავს პედაგოგი და ახარებს მოსწავლეთა აქტიურობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...