გომბორის საჯარო სკოლაში გოდერძი ჩოხელის შემოქმედებიდან „სამოთხის  გვრიტები“ გაკვეთილის ინსცენირება წარმოადგინეს
16-04-2025

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლაში დირექტორის, ნინო ბობღიაშვილის ინიციატივითა და პედაგოგების ორგანიზებით თითქმის ყველა კლასმა აღნიშნა ქართული ენის სხვადასხვა აქტივობებით.

გაიმართა კონკურსები, მხატვრულ კითხვასა და კალიგრაფიაში, 1978  წლის 14  აპრილის,   როგორც ისტორიული დღის, მნიშვნელობის ცოდნაში და ა. შ.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის ლეილა არჩემაშვილის ინიციატივით განსაკუთრებულად ლამაზი აქტივობა ჩატარდა მეოთხე კლასში. ამ დღისთვის ბავშვებმა ისწავლეს ქართველ პოეტთა ლექსები, რომლებიც ეძღვნება მშობლიურ ენას; თავიანთი პაწაწინა ხელებით მოამზადეს იაკობ გოგებაშვილის „დედაენისადმი“ მიძღვნილი სტენდი;

ისწავლეს-რა მოხდა 1978 წლის 14 აპრილს; საზეიმოდ მორთეს საკლასო ოთახი და ღონისძიებაზე დასასწრებად მოიწვიეს მშობლები, სკოლის დირექტორი და პედაგოგები.

ღონისძიება ძალიან საინტერესო იყო. პატარებმა ხოტბა შეასხეს ქართულ ენას...  მათ ძალიან  უყვართ  მწერალ გოდერძი ჩოხელის შემოქმედება და მისი ფილმიდან („სამოთხის  გვრიტები“)  „გაკვეთილის“ ინსცენირება წარმოადგინეს. დამსწრე საზოგადოებას ძალიან მოეწონა პატარა მსახიობების ოსტატობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...