წესის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა
16-04-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში აღინიშნა დედაენის დღე.

სხვადასხვა კლასის მოსწავლებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი შემოქმედებითი აქტივობები: ისაუბრეს როგორ შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს მშობლიურ ენაზე. მოიფიქრეს და დაწერეს სლოგანები აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით: „დაიცავით ქართული ენა“; „ვიმეტყველოთ ქართულად და არ დავაბინძუროთ ჩვენი უნიკალური, მდიდარი ენა“; „არა ბარბარიზმებს“. ბოლოს გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ვიქტორინა ქართულ ენაში.

ღონისძიება მოამზადეს კლასის დამრიგებლებმა: ნათელა ნატმელაძემ, მაია ჯელაძემ,  ირინე მუსერიძემ, თამარ მესხმა და ნონა ხუსკივაძემ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...