ხანდოს საჯარო სკოლაში ჩატარებულ ვიქტორინაში გამარჯვებულ გუნდს, „ვარსკვლავები“ სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა
16-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლაში ქართული ენის აღსანიშნავად კვირეული გაიმართა, რომლის  ფარგლებშიც მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა. 

ერთ-ერთი გამორჩეული აქტივობა, რომელშიც მოსწავლეები დიდ ხალისით ჩაერთნენ იყო შემეცნებითი ვიქტორია, რომელსიც IX, X და XI კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა 

აქტივობის დაწყებამდე მოსწავლეებმა ისაუბრეს დედაენის ძეგლის, 14 აპრილის და ქართული დამწერლობის სახეების შესახებ. რაც შეეხება უშუალოდ ვიქტორინას, ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებელს  შერჩეული ჰქონდა განსხვავებული სირთულის შეკითხვები.

„თამაში საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეების მაღალი მოტივაცია და ჩართულობა დასაწყისიდანვე ჩანდა“ - აღნიშნეს ჟიურის წევრებმა.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვება მეათე კლასის გუნდმა „ვარსკვლავებმა“ მოიპოვა. სკოლის დირექციამ გამარჯვებულ გუნდს სამახსოვრო საჩუქრები დაურიგა, ხოლო ვიქტორინაში მონაწილე ყველა მოსწავლეს სიმბოლური საჩუქარი გადაეცა, 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...