„ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“ - ბეშთაშენის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე აღინიშნა
16-04-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე საზეიმოდ აღინიშნა.

„ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“ - ამ სახელწოდებით გამართული აქტივობა საინფორმაციო შეხვედრით დაიწყო. მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ქართული ენის მნიშვნელობა. ისაბრეს იმაზე თუ რატომ არის აუცილებელი ენის დაცვა და რამდენად მნიშვნელოვანია, სახელმწიფოებრივ დონეზე ენა იყოს დაცული. 

ღონისძიების მეორე ნაწილში მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, დახატეს ქართული ანბანი, შექმნეს კალიგრაფიული ნაშრომები და იმღერეს მშობლიურ ენაზე.

ღონისძიების ბოლო ნაწილი სახალისო აქტივობას დაეთმო: მასწვალებლებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა გამოიცნეს ბარბარიზმები და განმარტეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...