ქუთაისის N32 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან შემეცნებით აქტივობებს მუდმივად სთავაზობენ, რათა მომავალი თაობებისთვის სწავლა იყოს საინტერესო, სახალისო და ამ ჰოლისტური მიდგომების თვალსაჩინო მაგალითი გახლავთ საგანმანათლებლო პროექტები - სწორედ მათი საშუალებით წარმოაჩენენ მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას მიღებულ ცოდნას.
ახლახან ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მე-7 „ბ“ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნამუშევრები თემაზე - „პრეისტორიული პერიოდი" (მასალა თეთრი და წითელი თვითშრობადი თიხა).
ნამუშევრებმა სასკოლო საზოგადოების აღფრთოვანება დაიმსახურა, ბავშვებმა აღნიშნეს, რომ ძველი ქვის ხანა, ანუ პალეოლითი – ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია კაცობრიობის ისტორიაში: ამ დროს ჩამოყალიბდა ადამიანის ბიოლოგიური ტიპი, დაიწყო უმარტივესი იარაღების შექმნა...
„ჩემი საამაყო სადამრიგებლო“ - ასე გამოეხმაურა ბავშვებისთვის უსაყვარლესი პედაგოგი აღსაზრდელთა შემოქმედებით აქტივობას.