გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელთა სახალისო გაკვეთილი და შემოქმედებითი აქტივობა
17-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესი გაჯარებულია მრავალფეროვანი, სახალისო და საინტერესო აქტივობებით. 

ახლახან, პირველკლასელებისთვის განსაკუთრებით სახალისო აღმოჩნდა ბუნებაში ჩატარებული გაკვეთილი თემაზე – „ზამთრის ტანსაცმელი“. 

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ზამთრის სეზონის თავისებურებების გაცნობა და ამასთანავე, სწორი ჩაცმულობის მნიშვნელობაზე საუბარი. ბავშვებმა ისაუბრეს, რატომ გვჭირდება თბილი ტანსაცმელი ცივ ამინდში, რომელი ნივთები მიეკუთვნება ზამთრის ტანსაცმელს, როგორ იცავენ ისინი ჩვენს სხეულს სიცივისგან.

პედაგოგმა გაკვეთილი საინტერესო და სახალისო ფორმატში წარმართა – ბავშვებმა საკუთარი გამოცდილებიდან მოყვანილი მაგალითებით ისაუბრეს, თუ როგორ იცვამენ ზამთარში, როგორია მათი საყვარელი ქურთუკი, ქუდი ან ხელთათმანი. მოსწავლეები შემოქმედებით აქტივობებშიც ჩაერთნენ და საკანცელარიო ნივთებით თავადვე დაამზადეს ზამთრის ტანსაცმლის მოდელები

ბავშვებმა გააცნობიერეს, რომ სეზონის ცვლილება, პირდაპირ აისახება ჩვენს ყოველდღიურ ქცევაზე და ჩაცმულობაზე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...