„მოდა და სტილი“ ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში - ქართულ ენაში ღია გაკვეთილი ჩატარდა
16-04-2025

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან შემეცნებით აქტივობებს მუდმივად სთავაზობენ, რათა მომავალი თაობებისთვის სწავლა იყოს საინტერესო, სახალისო და ამ ჰოლისტური მიდგომების თვალსაჩინო მაგალითი გახლავთ შემეცნებითი პროექტები - სწორედ მათი საშუალებით წარმოაჩენენ მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას მიღებულ ცოდნას.

ახლახან ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი ნამდვილ დღე-სასწაულად აქციეს - ღია გაკვეთილის ფარგლებში წარმოადგინეს მრავალფეროვანი, შემეცნებითი პრეზენტაცია თემაზე - „მოდა და სტილი“.

ბავშვებმა ისაუბრეს მოდის სამყაროს კორიფეებზე, იმიჯის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე ადამიანის ცხოვრებაში, განიხილეს აქტუალური ტენდენციები და კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე აჩუქეს მშობლიურ სკოლას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...