ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებითა და მამოტივირებელი აქტივობებით.
მათ შორის აღსანიშნავია კითხვის კონკურსი, რომელიც მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა.
მოსწავლეებმა პედაგოგების შეთავაზებული ტექსტები გამართულად და ამასთანავე, მხატვრულად წაიკითხეს. ღონისძიების ბოლოს კი მოსწავლეები წამახალისებელი სიგელებითა და წიგნებით დაჯილოვდნენ.
იხილეთ ფოტოები: